ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სიგელები გადაეცათ
11-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

სკოლის შემდეგ მოსწავლეებს - შანთაძე ბარბარას, ქეთევან პაპიძეს, ანა შამანაძეს, ნიკა ჯოყილაძეს, ნინო იაკობაძეს, ლუკა დავითაძეს, გიორგი დავითაძეს, მეგი დავითაძეს, მარიამი მურმანიძეს, ლიზი იაკობაძე​ს, მარიამ კახაძეს და დავით შამანაძეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

11 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203