„ცოცხალი ხარ და სუნთქავ? ე.ი ბედნიერი ხარ, გაიღიმე!“- ხალას საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
11-11-2021
სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა სკოლაში დადებითი განწყობა შექმნეს.

„ცუდი ამინდი არ არსებობს, არსებობს, მზიანი, წვიმიანი, თოვლიანი ამინდი. ამინდს ქმნის განწყობა, ცოცხალი ხარ და სუნთქავ? ე.ი ბედნიერი ხარ, გაიღიმე“,- მოსწავლეებმა პლაკატები სწორედ ამ წარწერებით დაურიგეს პედაგოგებსა და მოსწავლეებს. 

სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მოსწავლეებმა ამ ჟესტით მთელ სკოლაში დადებითი და თბილი განწყობა შექმენს.

„ხალას საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პლაკატები წარწერით სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს დაურიგეს.
ბავშვებმა დადებითი განწყობა ყველას თანაბრად გადასცეს.
გაგრძელება იქნება...“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203