წალკის N1 სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე გამართულ სემინარებში აქტიური ჩართულობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
11-11-2021
წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მარიამ სუბელიანს, სოფო ვანაძეს და მარიამ ნანსყანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე გამართულ სემინარებში აქტიური ჩართულობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული სემინარი „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეებისთვის, ონლაინ, გაიმართა.

სემინარი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ორგანიზატორი იყო საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ორ დღიან სემინარზე რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა - თემურ სუყაშვილამა საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ძალიან საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ნატოსა და ევროკავშირისა და ამ ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ.
სემინარში აქტიური ჩართულობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ წალკის პირველი საჯაროს მოსწავლეებს - მარიამ სუბელიანს, სოფო ვანაძეს და მარიამ ნანსყანს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203