გელაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო გარემოს მონიტორინგი განხორციელდა
11-11-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლაში ხულოს რესურსცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

სკოლას რესურსცენტრის თანამშრომლები სასწავლო გარემოს მონიტორინგის მიზნით ეწვივნენ.

სტუმრებმა ასევე შეაფასეს თუ რამდენად არის კოვიდრეგულაციები გათვალისწინებული.

რესურსცენტრის თანამშრომლები პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.

„covid-19-ის რეგულაციების დაცვის მონიტორინგის მიზნით, ხულოს რესურსცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლაში.
აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კოვიდრეგულაციების დაცვით“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203