ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
11-11-2021
რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი დაიკავა.
სპორტული შეჯიბრი, რომელშიც მოსწავლეებმა გაიმარჯვეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობის სტიმულირების მიზნით გაიმართა.
„პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდების წევრებმა მიიღეს თასები და მედლები. დასკვნით ტურში მონაწილე ყველა გუნდს საჩუქრად გადაეცა ჩოგნების კომპლექტი. ამასთან, სპორტული შეჯიბრის პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდების წევრებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს