ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს
11-11-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის პედაგოგის ეკა ლიკლიკაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

პრეზენტაცია, რომელიც ჰიპოფიზს ეხებოდა, მე-9 კლასის მოსწავლე ნინი მაჩიტიძემ წარმართა, ხოლო სეზონური გრიპის შესახებ  მე-11 კლასის მოსწავლეებმა მარიამ კლდიაშვილმა და დოდო ბლიაძემ ისაუბრეს.

„ბიოლოგიის პედაგოგ ეკა ლიკლიკაძის ხელმძღვანელობით, საინფორმაციო-შემეცნებითი ორი პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს: ერთი წარმართა მე-9 კლასის მოსწავლე ნინი მაჩიტიძემ თემაზე: „ჰიპოფიზი“.
მეორე კი მე-11 კლასის მოსწავლეებმა მარიამ კლდიაშვილმა და დოდო ბლიაძემ თემაზე - „სეზონური გრიპი. გრიპისა და გაციების განმასხვავებელი ნიშნები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203