დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლასთან არსებული შუა მახინჯაურის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
11-11-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლასთან არსებული შუა მახინჯაურის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად და დიდი ხალისით ჩაერთნენ; ნიჭიერმა ბავშვებმა ლამაზად შეასრულეს სხვადასხვა ლექსები და სიმღერები.
„შუა მახინჯაურის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა ულამაზესი, ფერადი, მხიარული, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით გაჯერებულ ჯადოსნურ შემოდგომაში გვამოგზაურეს. მადლობა ჩვენს დაუზარელ და ენერგიულ პედაგოგებს აქტიურობისთვის; მადლობა მშობლებსა და მოსწავლეებს მონდომებისა და აქტიური ჩართულობისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს