ნიგვზიანის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
11-11-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.
სკოლის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ ჯილდოს მიღებას და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ნიგვზიანის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები სიხარულითა და სიამაყით გადასცა. კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს! იმედი გვაქვს, ნიგვზიანის საჯარო სკოლა კიდევ მრავალ მედალოსანს, ღირსეულ და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებს აღზრდის“, - წერია მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს