პირველი მაისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
11-11-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლის დაწყება იზეიმეს.

საზეიმო გაკვეთილის ფარგლებში პატარა მოსწავლეებმა ნახატები გააფერადეს და ლამაზი ლექსები წარმოთქვეს.

„ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დედაენის შემობრძანება იზეიმეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა პირველი ორი ასო-ბგერის სწავლის გარდა, ნახატი - „ია“ გააფერადეს, წაიკითხეს ლექსები იაზე და დედაენაზე, ისაუბრეს ცოდნის მნიშვნელობის შესახებ. ჩვენო პატარებო, ცოდნისკენ მიმავალ ბიკილზე გადადგმულ პირველ ნაბიჯებს გილოცავთ! გვჯერა, რომ სწავლითა და ძიებით არასდროს დაიღლებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203