ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ნამუშევრები მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ფერადი ფურცლებისგან შემოდგომის ხეები დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ისინი ნამუშევრების შექმნას შემოქმედებითად მიუდგნენ.
მოსწავლეებმა შემოდგომის შესახებ არსებული ინფორმაცია გაცვალეს და ზოგადად, წელიწადის დროების შესახებ ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: