ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტ-ის გაკვეთილზე საინტერესო კომპლექსური დავალებების პრეზენტაციები წარადგინეს
11-11-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ისტ-ის მასწავლებელთან ერთად კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად და წარმატებით მუშაობენ. 

მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე კომპლექსური დავალებების პრეზენტაციები გამართეს.

სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა power point-ს საშუალებით ჩაატარეს საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, რომლის თემა შემოდგომის თემატიკაზე კომიქსების შექმნა იყო. მე-6 კლასის მოსწავლეებმა კი წარადგინეს კომპლექსური დავალებების power point-ის პრეზენტაციები ანიმაციის საშუალებით. მათი დავალების თემა - „მზის სისტემა“ გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203