აჭყვისთავის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერი აირჩიეს
11-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი - „მომავალის თაობა“, აქტიურ მუშაობას აგრძელებს. 

ამჯერად, კლუბის წევრებმა ჩაატარეს არჩევნები და კლუბის ლიდერი აირჩიეს.

სკოლაში სჯერათ, რომ მოსწავლეებს აქტიური და საინტერესო სასწავლო წელი ელოდებათ.

„რამდენიმე წლიანი გამოცდილებით აგრძელებს მუშაობას სამოქალაქო განათლების კლუბი „მომავლის თაობა“.  კლუბის წევრებმა ხელმძღვანელ, ქალბატონ იზაბელა კახიძესთან ერთად მრავალი პროექტი განახორციელეს, რომელთაგან რამდენიმემ ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო ორგანიზაციისგან.
კლუბის წევრებისთვის ჩატარდა ლიმიტირებული არჩევნები. არჩეულ იქნა კლუბის ლიდერი. განხილული იქნა სამუშაო გეგმა. გვჯერა საინტერესო სასწავლო და სამუშაო წელი ელოდებათ ჩვენს აქტიურ მოსწავლეებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203