„მოსწავლეებს რეგულაციების დაცვა არ უჭირთ“- აგარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
11-11-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

როგორც სკოლის დირექტორმა, მერაბ დევაძემ Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, სკოლა პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს უმკლავდება და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. 

პედაგოგები მაღალ პასუხისმგებლობას იჩენენ, რეგულაციებს იცავენ და ორ კვირაში ერთხელ იტესტებიან. 

მერაბ დევაძის თქმით, სკოლის თანამშრომელთა უმრავლესობა ვაქცინირებულია.

„სასწავლო პროცესი ნორმალურად დავიწყეთ და ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, ვიცავთ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს, ჯერჯერობით, ჩვენთან კოვიდის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მოსწავლეებს რეგულაციების დაცვა არ უჭირთ, ატარებენ პირბადეებს, იცავენ დისტანციას. მასწავლებლებიც ანალოგიურად იქცევიან. მივეჩვიეთ და შევეგუეთ ამ ვითარებას. ჩემი სკოლის თითქმის ყველა თანამშრომელი ვაქცინირებულია, მხოლოდ ერთი არ აცრილა. ორ კვრაში ერთხელ ვიტესტებით. სკოლაში დეზინფექციაც საჭიროებისამებრ ტარდება და სასკოლო ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს“,- ამბობს მერაბ დევაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203