„ვიცავთ რეგულაციებს, არავის სურს, რომ ონლაინ სწავლებას დავუბრუნდეთ, თუ გარდაუვალი საჭიროება არ იქნება“-ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აკობიძე
11-11-2021

მთავრობის გადაწყვეტილებით ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში 4 ოქტომბერს განახლდა. სკოლები კი რესურსცენტრებთან შეთანხმებით, საჭიროებიდან გამომდინარე, წერტილოვან შეზღუდვებს მიმართავენ. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლა იმ სასწავლო დაწესებულებებს შორისაა, სადაც სწავლა ერთ თვეზე მეტია უწყვეტად საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აკობიძე Etaloni.ge-ს უყვება როგორ ახერხებს სკოლა რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვას.

„ჩვეულებრივად დასწრებულ რეჟიმში ვსწავლობთ 4 ოქტომბრიდან მოყოლებული. ამ პერიოდში კოვიდის შემთხვევები არ გვქონია. ჩვენ ცოტა მოსწავლე გვყავს, ვახერხებთ რომ დისტანციურად ისხდნენ ბავშვები, ვიცავთ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს, არავის არ სურს, რომ კვლავ დავუბრუნდეთ ონლაინ სწავლებას თუ ამის გარდაუვალი საჭიროება არ იქნება. მასწავლებელთა უმრავლესობა აცრილია. ვინც არ არის, მას ახალი გადატანილი აქვს ეს ვირუსი და ამიტომ ჯერ არ უწევთ ვაქცინაცია“.

მისივე თქმით, მასწავლებლები ელექტრონული ჟურნალის წარმოებასაც შეუფერხებლად ახერხებენ, თავდაპირველი ხარვეზები კი სისტემასთან კომუნიკაციით გასწორდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203