კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა გოგუაძემ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავა
11-11-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ბექა გოგუაძემ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა.
ტურნირი, რომლშიც მოსწავლემ საპრიზო ადგილი დაიკავა აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.
სკოლის დირექცია ამაყობს მოსწავლის მიღწევებით და წარმატებებს უსურვებს.
„სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ ბექა გოგუაძემ მონაწილეობა მიიღო აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მიერ გამართულ როსტომ აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც დამსახურებული მეორე ადგილი მოიპოვა. ბექა, გილოცავთ ამ გამარჯვებას, გისურვებთ ბევრ წარმატებას სპორტულ ასპარეზზე“,- წერს სკოლის დირექცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს