„მასწავლებლები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სკოლაში დასწრებული სწავლება შევინარჩუნოთ“ -ქეთევან მურცხვალაძე, ოყურეშის საჯარო სკოლის დირექტორი
10-11-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მურცხვალაძე დასწრებულად სწავლის განახლებიდან განვლილ ერთ თვეს Etaloni.ge-სთან აფასებს და აღნიშნავს, რომ რეგულაციების დაცვით შესაძლებელია, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, ხოლო მოსწავლეები და პედაგოგებიც თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ:

„4 ოქტომბრიდან მოყოლებული, რაც დასწრებულ რეჟიმში განახლდა სასწავლო პროცესი, არცერთი დღით არ შეგვიწყვეტია სკოლაში სიარული. ღმერთის წყალობით მშვიდობიანად ვართ, როგორც მოსწავლეები და მშობლები, ასევე მასწავლებლები. ვიცავთ ყველანაირ რეგულაციას - ყოველდღიურად ვატარებთ თერმოსკრინინგს, შესაბამის დეზინფექციას და ა.შ. მასწავლებელთა უმრავლესობა ვაქცინირებულია“.

როგორც ქეთევან მურცხვალაძე აღნიშნავს, სოფელში გახშირდა კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა სკოლაში ამ მხრივ სიმშვიდეა:

„ჩვენს სოფელში გახშირდა ვირუსის შემთხვევები, რის გამოც დღეს საბავშვო ბაღი დაიკეტა, ამიტომ ჩვენც ძალიან ვფრთხილობთ, იმის მიუხედავად, რომ დისტანციურადაც ვახერხებთ კარგად წარიმართოს სწავლა, უმრავლესობის სურვილია სკოლაში ვიაროთ და ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში იყოს ყველაფერი. არიან სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, ვისაც დისტანციური სწავლის დროს განსაკუთრებით უჭირთ ბავშვების ჩართვა რადგან არ აქვთ ინტერნეტი, ამიტომ მასწავლებლები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სკოლაში შევინარჩუნოთ დასწრებული სწავლება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203