ვანის N2 სკოლის პედაგოგ თეა ნიკოლეიშვილს მშობლები მოსწავლეებზე განსაკუთრებულად ზრუნვისა და ამაგისთვის მადლობას უხდიან
10-11-2021
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული პედაგოგი ჰყავს, რომელიც მომავალი თაობის აღზრდისა და ცოდნის მიცემისთვის მუდამ თავდაუზოგავად შრომობს.
სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი გახლავთ თეა ნიკოლეიშვილი, რომელიც დაწყებით კლასებს ასწავლის. მის მიერ ჩატარებული გაკვეთილები და აქტივობები მუდამ განსაკუთრებულია.
მასწავლებელმა მოსწავლეებს ანბანის შემობრძანების გაკვეთილი განსაკუთრებულად, საზეიმოდ ჩაუტარა.
პედაგოგს მშობლებმა მათ შვილებზე ზრუნვისათვის და განსაკუთრებული გაკვეთილებისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს