ქარცეფის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს
10-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

დირექტორის, მალხას მალხასიანის თქმით, სკოლაში ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„სწავლა დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს; კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა; ძალიან მოხარულები არიან მშობლებიც, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც, რადგანაც დისტანციურ რეჟიმში სწავლების მეთოდი ძალიან უხარისხოა“- აღნიშნავს დირექტორი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203