ვანის N2 საჯარო სკოლას საჩუქრად ლეპტოპი და პროექტორი გადაეცა
10-11-2021
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლას საჩუქრად ლეპტოპი და პროექტორი გადაეცა, რომელიც სასკოლო პროექტის ფარგლებში დაიმსახურა.

სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„არ შეგვიძლია ჩვენი ბედნიერება არ გაგიზიაროთ, unicef და ჩვენი სასკოლო პროექტი - „მე ვარ სამყაროს მომავალი ჩემი უფლებით“. მამოტივირებელია თქვენი ყურადღება და საჩუქარი სკოლისთვის, ლეპტოპი და პროექტორი.. მადლობა ამ პროცესში მონაწილე ყველა ადამიანს, მადლობა მასპინძელ სკოლას. მადლობა unicef-ის საოცარ გუნდს, რომელიც სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებებზე, ბავშვებზე ზრუნავენ.. მადლობა ჩემს გუნდს, განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ნატო მჟავიას და ჩვენს გამორჩეულ პრეზენტატორს, ქეთი აბრამიძეს“, - წერია განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203