თბილისის N104 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ. მოსწავლეებმა სკოლა 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წელს დაამთავრეს.ოქროსმედალოსნებს - მარიამ პერიხანიანს, მილენა პეტროსიანს, ლარისა ჰაკობიანსა და ჰასმიკ დარბინიანს კუთვნილი ჯილდო სკოლამ საზეიმო ვითარებაში გადასცა და მოსწავლეებს მომავალშიც წარმატებები უსურვა.
ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;
ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10.