კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა შემეცნებითი ლაშქრობა მოაწყვეს
10-11-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა საინტერესო ადგილები მოინახულეს და მათთვის აღნიშნული აქტივობა მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ლაშქრობის დროს სხვადასხვა სიმღერებიც შეასრულეს.