მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის 11 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- ელვირა შარაფოვა;
- ოთარ ირიშოვი;
- სიბელჯან კეჩალოვა;
- რუგია ჩობანოვა;
- საიდა იმამალიევა;
- გიულთაჯ კარაევა;
- აისუნ ხალილოვა;
- თურქან ჩობანოვა;
- თურკანა ჩობანოვა;
- მახმუდ ჩობანოვი;
- აიშენ პირიევა.
მათ „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარნეულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მარნეულელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: