ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
10-11-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა და პედაგოგთან ერთად ინტელექტუალური თამაში ჩაატარეს. 

ინტელექტუალური თამაშში, რომლის სახელწოდებაც „ჭკვიანები“ იყო, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

თამაშში მეექვსე კლასში თეკლა ცხადაძემ და გიორგი ცხელიშვილმა გაიმარჯვეს.

„სკოლის თვითმართველობის წევრებმა ნია ნიკოლაძემ, თაკო გეწაძემ, ქრისტინე სამანიშვილმა და ჯემო მაჩიტიძემ, ნათია მასწავლებელთან ერთად, ინტელექტუალური თამაში - „ჭკვიანები“,  ჩაატარეს. 
მეექვსე კლასში გამარჯვებულები თეკლა ცხადაძე და გიორგი ცხელიშვილი არიან“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203