ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს დიპლომები დაიმსახურეს
10-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ. 

ამჯერად, სკოლის მეორე კლასის მოსწავლე მათე გორგაძემ ოქროს, ხოლო მეექვსე კლასის მოსწავლე ლუკა გორგაძემ ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა. 

სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს ამ მიღწევას და კიდევ უამრავ წარმატებას უსურვებს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203