ცოფის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
10-11-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში აიგუნი ისმაილოვას „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა. მინაია იბადოვა კი შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა მარნეულელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203