გომის საჯარო სკოლის 10 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის 10 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- საბა ნადირაძე;
- ნინო გელაშვილი;
- მანანა ცხოვრებაძე;
- მარიამ მოსიაშვილი;
- ალექსანდრე ნადირაძე;
- ანი ცხოვრებაძე;
- ცისია კულუმბეგაშვილი;
- მარიამ ზავარინი;
- მარიამ ომიაძე;
- ნინო კაპანაძე.
მათ „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხაშურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხაშურელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: