ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
- თამარა ალიევი;
- აიხან ალიევი;
- ზამიგი ალახვერდიევი;
- ჯავით ბაგიროვი;
- ნურანა იუსუბოვა;
- რავანა ალიევა;
- ხაზარ გურბანოვი;
- ბახადურ ჯამალოვი;
- ფიდან ისმაილოვა.
9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარნეულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: