„წინ, უამრავი წარმატებისკენ!“- შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი მეექვსე კლასის მოსწავლე ირინა კედელაშვილს ოლიმპიადაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს
10-11-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ირინა კედელაშვილი „კინგსის“ ისტორიის ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა.
სკოლის დირექტორი ამაყობს მოსწავლის მიღწევებით და უამრავ წარმატებას უსურვებს.
„ჩემი ნიჭიერი, ჩემი სკოლის წარჩინებული. როგორ მიხარიხარ, ირინკა! წინ - უამრავი წარმატებისკენ, საყვარელო“,- წერს სკოლის დირექტორი მანანა ხუციშვილი.