თბილისის N23 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ, ანასტასია კვინიკაძემ გრაფიკული დიზაინისა და ილუსტრაციის ხუთთვიანი კურსი გაიარა
10-11-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წარმატებას სკოლა საზოგადოებას სიამაყით აცნობს.

მე-7 კლასის მოსწავლემ, ანასტასია კვინიკაძემ დიდ წარმატებას მიაღწია და საქართველოდან ერთადერთმა დაამთავრა გრაფიკული დიზაინის და ილუსტრაციის ხუთთვიანი შემოქმედებითი კურსი.

„ძალიან საინტერესო გოგო უნდა გაგაცნოთ. ანასტასია კვინიკაძე VIIე კლასელი (დამრიგებელი თეა აბულაძე), საქართველოდან ერთადერთმა დაამთავრა ხუთთვიანი შემოქმედებითი კურსი. უფრო დაწვრილებით კი გეტყვით, რომ Ampliglobal ეს არის საერთაშორისო ახალგაზრდული შემეცნებით-საგანმანათლებლო აქსელერატორი. აქვთ თანამედროვე ახალგაზრდებისათვის საინტერესო პროგრამები. ჩვენმა ტასომ დაამთავრა გრაფიკული დიზაინი და ილუსტრაცია. ოფისი მდებარეობს კიევში უკრაინაში, ხოლო ონლაინ კურსი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან ბავშვებს. კურსზე მისაღები მოთხოვნები არის რუსული და ინგლისური ენების ზედმიწევნით კარგად ცოდნა და რა თქმა უნდა ხატვა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203