ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის 8 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- საბა გელაშვილი;
- ეკატერინე ასანიძე;
- ნოდარი გელაშვილი;
- დიანა გოგალაძე;
- გიგა ხარაიშვილი;
- ნინი ხარაზიშვილი;
- თამარ ჩინჩალაძე;
- ნინო გოგალაძე.
მათ „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხაშურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხაშურელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტო: