დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილი ღია სივრცეში ჩაუტარდათ
10-11-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა თეა ქავთარიამ მე-2 კლასის მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილი ღია სივრცეში ჩაუტარა.

გაკვეთილში, რომლის თემაც „მარადმწვანე მცენარეები“ იყო, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. გაკვეთილის ბოლოს კი მათ ეკოკლუბის წერებთან ერთად ხეებზე ფრინველების საბუდარები განათავსეს. 

„მე-2 კლასში, მასწავლებელმა თეა ქავთარიამ ჩაატარა გაკვეთილი ბუნებაში. გაკვეთილის თემა: „მარადმწვანე მცენარეები.“
გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა, ეკოკლუბის წევრებთან ერთად, მათ მიერ დამზადებული ფრინველების საბუდარები სკოლის ეზოში ხეებზე განათავსეს, ზამთარში ჩვენთან დარჩენილი ფრინველებისათვის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203