აჭყვისთავის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს
10-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. 

ექსპერიმენტი, რომლის თემაც „ნივთიერების შედგენლობა“ იყო, ფიზიკის მასწავლებლის ნანული ცეცხლაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

მოსწავლეები ექსპერიმენტის მიმდინარეობას დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ. 

„კეთებით სწავლების მეთოდი ფიზიკაში. თემა: „ნივთიერების შედგენლობა“. 
მარტივი, პრაქტიკული ექსპერიმენტი, რომელიც ინტერესით გააკეთეს მე-7 კლასის მოსწავლეებმა. ქალბატონი ნანული მის ხელთ არსებული რესურსებით ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის საინტერესო გახადოს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203