მარნეულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
10-11-2021
მარნეულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სკოლის შემდეგი მოსწავლეები - მარიამ აჯალოვა, მადინა აჯალოვა, აიდან ნეიმათობა, სურაია ჩილდირლი, ჯახანდარ ბაირამოვი, ემინ მამედოვი, ჯავანშირ ნაბიევი, ისა ნასიბოვი, აისელ ბაირამოვა, ფიდან ალექპეროვა, აინურ მუსაევა, ალიდა მამედოვა, გუნელ ქერიმოვა, ნურანა სამედზადე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. ნურდანა ხანსულთანოვა კი შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.
9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარნეულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს