ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
- ქეთი ხაჩიძე;
- ანი სუხიაშვილი;
- ანანო ლომიძე;
- სალომე ტაბატაძე;
- ნათია გრიგალაშვილი;
- ლევან ლომიძე;
- ლექსო ენგიბაროვი;
- ბექა დალაქიშვილი;
- მარიამ რიკაძე.
9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხაშურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: