კაკაბეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და ქართული საბავშვო წიგნის დღე აღნიშნეს
10-11-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და ქართული საბავშვო წიგნის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა აქტივობები მათი დამრიგებლის მარეხ ოქრომჭედლიშვილის ხელმძღვანელობით დაგეგმეს და განახორციელეს.
მეორეკლასელებმა ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობასა და კითხვის აუცილებლობაზე. მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისა და ქართული საბავშვო წიგნის დღის აღნიშვნაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მარეხი ოქრომჭედლიშვილი) 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და ქართული საბავშვო წიგნის დღე ერთდროულად აღნიშნეს. ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობაზე, კითხვის აუცილებლობაზე, თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებაზე და წაიკითხეს მათი ნაწარმოებები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს