ახოს N1 და გეგელიძეების საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
10-11-2021
 ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 და გეგელიძეების საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფთან ერთად დაათვალიერა.

ამჟამად მიმდინარეობს​ ახოს N1 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია რაც გულისხმობს წინა ფასადის დამუშავებას და შეღებვას, ხოლო უკანა ფასადის თუნუქით შეფუთვით სამუშაოებს. ასევე, განხორციელდება შენობის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სველი წერტილების და ამწე-ლიფტის მოწყობა.

ასევე, 2020 წელს დაიწყო გეგელიძეების სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი; I ეტაპზე განხორციელდა სახურავის, ფასადის, ეზოს რეაბილიტაცია, შენობაში ცენტრალური გათბობის და საპირფარეშოების მოწყობა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს შიდა სამუშაოების ნაწილი განხორცილდა. რეაბილიტაციის პროცესი კი 2022 წელს დასრულდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203