შუაღელეს საჯარო სკოლაში ბიოლოგიაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
10-11-2021
ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში ამჯერად ბიოლოგიის საჩვენებელი გაკვეთილი მოეწყო, რომელი VIII კლასში ჩატარდა და მას ხარისხის განვითარების ჯგუფი დაესწრო. აქტივობას ბიოლოგიის მასწავლებელი ნარგიზ ჩელებაძე ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა და მისი მიმდინარეობისას, მოსწავლეებმა თავიანთი უნარები და შესაძლებლობები წარმოაჩინეს; ასევე, ბიოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს. 

მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203