თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ანბანის სწავლა საინტერესო აქტივობებით დაიწყეს
10-11-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლის სომხურენოვანმა პირველკლასელებმა პედაგოგის, დალი ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით ქართული ანბანის შესწავლა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს.
„თბილისის N103 საჯარო სკოლის სომხურენოვანი სექტორის პირველკლასელთათვის დალი ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით 5 ნოემბერი განსაკუთრებულ დღედ იქცა. ისინი პირველად ეზიარნენ ქართულ ანბანს და ამოიკითხეს უტკბილესი ფრაზა - „აი ია“. მათ ხომ სწორედ - „აი ია“ გაუწევს მეგზურობას ქართული ენის საინტერესო და მადლიან სამყაროში. დაე, ჩაწვდნენ ეს პატარები ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სიღრმესა და სიდიადეს, რათა მათი სახით დედაენის მომავალი ქომაგები და დამცველები აღიზარდონ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს