„ჩემს სკოლაში ყველა მასწავლებელი აცრილია“- კოკოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ბოლქვაძე
10-11-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

როგორც სკოლის დირექტორმა, ნელი ბოლქვაძემ Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, სკოლა პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს უმკლავდება და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. 

სკოლაში ყველა რეგულაციასა და რეკომენდაციას ზედმიწევნით იცავენ, მომარეგებული აქვთ პირბადეები, თერმომეტრები და სანიტაიზერები.

ნელი ბოლქვაძის თქმით, სკოლაში სრული სიმშვიდეა.

„ჩემს სკოლაში ყველა მასწავლებელი კოვიდზე აცრილია. ყველანაირ წესებს ვიცავთ, მომარაგებული გვაქვს საჭირო აღჭურვილობა. სკოლაში სრული სიმშვიდეა. არ დაფიქსირებულა კოვიდისა და გრიპის არც ერთი შემთხვევა. მოსწავლეებს არსებული რეგულაციების დაცვა არ უჭირთ, შეგუებული არიან ამ ვითარებას. მოსწავლეებს დისტანციურზე გადასვლას, ყველაფრის ატანა ურჩევნიათ. ყველა რეგულაციას იცავენ, გაკვეთილზე პირბადით სხედან. პედაგოგებიც ყოველ 2 კვირაში იტესტებიან“,- ამბობს ნელი ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203