ტაბაწყურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს
10-11-2021
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლაში 73 მოსწავლე და თექვსმეტი პედაგოგია. დირექტორის, მ/შ ლელი აკოფოვის თქმით სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიდის და მოსწავლეების მხრიდან გაკვეთილების გაცდენაც არ ფიქსირდება.

დირექტორი ლელი აკოფოვი მ/შ etaloni.ge-სთან აღნიშნავს, რომ სკოლაში ყველა არსებული რეგულაცია თუ რეკომენდაცია მაქსიმალურად არის დაცული.

„კოვიდით დაინფიცირებული სკოლაში არავინ გვყავს და აქედან გამომდინარე სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსწავლეების მხრიდან გაცდენებიც არ გვაქვს. სკოლის კარი ჩაკეტილია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების გარდა ტერიტორიაზე უცხო ვერავინ შემოვა. მშობლებსაც კი არ შეუძლიათ შემოსვლა, მათთან დაკონტაქტება ტელეფონის საშუალებით ხდება. სკოლაში ასევე, ყველა საჭირო ინვენტარი გვაქვს - ეს იქნება დეზობარიერი, სიცხის გასაკონტროლებელი თუ სხვა რამ. ონლაინ სწავლების სურვილიც არავის გამოუთქვამს ამ ეტაპზე“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203