ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტი პროფესიული ორიენტაციის პროგრამას დაუფინანსებს
10-11-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა.

აღნიშნული გრანტით, 2021 -2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლის X​-XII​ კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა სრულად დაუფინანსდებათ. ​

„ნახუნაოს საჯარო სკოლას სკოლას მიენიჭა CIU- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს პროექტში მონაწილეობას სრულად დაუფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია რომ, პროექტის ადმინისტრირებას ახორციელებს - „General Education Company“, რომელიც ოპერირებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 4 წელია.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203