„პირბადეს ყველა ატარებს და მასწავლებლებიც ვაკონტროლებთ, რათა წესები სრულად იყოს დაცული“ - ჭაგნის საჯარო სკოლაში კოვიდრეგულაციებს სრულად იცავენ
10-11-2021
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლას სულ ოცი მოსწავლე ჰყავს. დირექტორის, ნათელა შენგელიას თქმით, გაკვეთილებზე დისტანციის დაცვის პრობლემა არ არსებობს, ვინაიდან ბავშვების მცირე რაოდენობაა.

დირექტორი ნათელა შენგელია etaloni.ge-სთან აღნიშნავს, რომ სკოლაში ყველა ჰიგიენური ნორმა დაცულია და სკოლის ტერიტორიაზე თანამშრომლებიც და მოსწავლეებიც სამედიცინო პირბადეებით იმყოფებიან.

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და გამომდინარე აქედან, დისტანციის დაცვაც პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან კლასში ორი ან სამი მოსწავლე გყავს. პირბადეს ყველა ატარებს და მასწავლებლებიც ვაკონტროლებთ, რათა წესები სრულად იყოს დაცული. გამომდინარე იქიდან, რომ სოფელში კოვიდის მხრივ სიტუაცია ასეთუისე ნორმალური იყო, მშობლებსაც ჰქონდათ სურვილი სწავლა დასწრებით რეჟიმში ყოფილიყო და პრეტენზია, იმაზე რომ რომელიმე ბავშვს ონლაინ ესწავლა არ ჰქონიათ“, - ამბობს სკოლის დირექტორი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203