საჩხერის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ანა შუკაკიძის პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა
10-11-2021
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ანა შუკაკიძის პროექტმა ბავშვთა უფლებების შესახებ კონკურსში გაიმარჯვა.
„გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოში მისი წარმომადგენლის დოქტორ ღასან ხალილის ხელმძღვანელობით გამოცხადებულ პროექტების კონკურსში, რომელიც ბავშვთა უფლებებს ეხებოდა, გაიმარჯვა ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ანა შუკაკიძის პროექტმა. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში და დაგვაჯილდოვეს კომპიუტერითა და პროექტორით. სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ ანა შუკაკიძესა და მის მოსწავლეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს