საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის, ნინო მოცრაძის ნამუშევარი 22 საუკეთესო თემას შორის შეირჩა
10-11-2021
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ხშირად და წარმატებით მონაწილეობით სხვადასხვა კონკურსებში.
სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ნინო მოცრაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნუნუ გოგოლიძემ კონკურსში - „ვწერ თავისუფალ თემას“ დიდ წარმატებას მიაღწიეს.
მოსწავლის თემა კონკურსის ფარგლებში 22 საუკეთესო თემას შორის შეირჩა წიგნში დასაბეჭდად.