„იგრძნობა მასწავლებლის შრომის შედეგი“- თბილისის N133 სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლებას დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით სწავლობენ
10-11-2021
თბილისის N133 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი. სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ანა ურუშაძე მე-7 კლასელებთან საინტერესო თემით წარსდგა.

სკოლის დირექცია აღნიშნულ საინტერესო აქტივობასთან დაკავშირებით მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„მრავალფეროვან გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრება - პლურალიზმი“ - ამ თემით წარსდგა დღეს ანა მასწავლებელი მე-7 კლასში. შესაშური აქტივობით გამოირჩეოდნენ ბავშვები, იგრძნობა მასწავლებლის შრომის შედეგი. ტოლერანტობა, დისკრიმინაცია, სტერეოტიპი, ამ ტერმინების სწორად გამოყენება, სწორი, ადეკვატური მაგალითების მოშველიება ჩვენს სამშობლოსთან მიმართებაში, ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის შეცნობა. 13-14 წლის მოსწავლეები გვევლინებიან როგორც ჩამოყალიბებული, პასუხისმგებლობის მქონე დიდი ადამიანები. ყოჩაღ ანა მასწავლებელო! დიდი მადლობა, ვხედავთ ამ საგნის ჰაერივით საჭიროებას და თქვენ დგეხართ საჭესთან და ზუსტი მიმართულებით მართავთ ამ საჭეს. ბრავო!“ - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203