„ბრძენკაცი“ - თბილისის N62 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს პროექტი მიეძღვნა
10-11-2021

ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს პროექტი „ბრძენკაცი“ მიეძღვნა. 

პროექტი პედაგოგმა ირმა კაკაურიძემ მოამზადა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გოგებაშვილის მოთხრობები სიღრმისეულად შეისწავლეს და არაერთი საინტერესო აქტივობა შეასრულეს. 

პროექტი მუსიკალურად გააფორმა სკოლის უფროსმა მასწავლებელმა, ნონა ტარიელაშვილმა.

„იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე ორიგინალური, მრავალფეროვანი, საინტერესო, ნაყოფიერი პროექტი "ბრძენკაცით" აღნიშნა დაწყებითი კლასის წამყვანმა მასწავლებელმა, ირმა კაკაურიძემ, თავის აღსაზრდელებთან ერთად. 
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით სიღრმისეულად შეისწავლეს გოგებაშვილის მოთხრობები, ისაუბრეს, იმსჯელეს, ჩაწვდნენ ავტორის სათქმელს, შეასრულეს ულამაზესი ნახატები, აკინძეს დიდ წიგნად და პრეზენტაციაზე წარადგინეს. 
პატარების მიერ შექმნილი დიდი წიგნი, სახელწოდებით „ბრძენკაცი“ კიდევ არაერთხელ გამოადგება ჩვენს სკოლას საგაკვეთილო პროცესებში. პროექტი მუსიკალურად გააფორმა სკოლის უფროსმა მასწავლებელმა ნონა ტარიელაშვილმა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203