ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიის გასაცნობად საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრნენ
10-11-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში გასვლითი პროექტი განხორციელდა.

VII კლასის მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიის გასაცნობად საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზარს“ ესტუმრნენ. 
პროექტი საგნის - მოქალაქეობა​ სწავლების ფარგლებში, პედაგოგ სპარტაკ სამსონიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ საფუძვლიანი ინფორმაცია პროფესიების შესახებ, რაც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203