ონარიის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული თამაშები გაიმართა
10-11-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროექტები და კონკურსები ხშირად ეწყობა.
სკოლა ამჯერად „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდასასკოლო თამაშებში“ ჩაერთო.
„გრძელდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2021-2022-ის შემოდგომის სეზონის შიდასასკოლო თამაშები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლაში გაიმართა შეჯიბრება მინი ფეხბურთში. თამაშების შედეგად დაკომპლექტდება გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალურ თამაშებში. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდასასკოლო თამაშებში მონაწილეობას იღებენ მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია წარმატებას უსურვებს თამაშების მონაწილე სკოლებს! აქტივობა ჩატარდა ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს