ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩიტის სახლები დაამზადეს
10-11-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად VI კლასში პროექტის - „გავუფრთხილდეთ გარემოს!“ ფარგლებში ჩატარდა აქტივობა - „ჩვენი ხელებით“. პროექტის ხელმძღვანელი მაკა პაპავა გახლავთ.
„რადგან ზამთარში ფრინველებს უჭირთ თავშესაფრის პოვნა VI კლასელებმა გადაწყვიტეს მათი დახმარება. მოსწავლეებმა ჩიტებისთვის ფერადი სახლები დაამზადეს და სკოლის ეზოში ხეებზე მიუჩინეს ბინა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს