ვაზიანის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადაეცათ
10-11-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ.
გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლის კურსდამთავრებულებს ოთხი ოქროს და ორი ვერცხლის მედლები გადასცეს.
ოქროს მედლები გადაეცათ - სოფიო არღვლიანს, თემური ჩაჩანიძეს, ერეკლე კაპანაძეს და გიორგი კაპანაძეს; ხოლო ვერცხლი - ზაქრო ხაბულიანსა და ნინო ხარატიშვილს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს